მუნიციპალური ტრანსპორტი, ხვალ და ზეგ, 8-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, უფასო იქნება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ 8-დან 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტრო „დიდუბიდან“ წაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზე – მეტრო „დელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზე – მეტრო „სარაჯიშვილიდან, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტრო „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

ავტობუსები გაჩერდება შუამთის ქუჩაზე, მეათე კვარტლის მე-15 კორპუსთან. გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4 საათამდე მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.