მუნიციპალური სერვისები და სოციალური პროექტები აჭარაში  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სანიტარული დასუფთავების სამსახურს და ტრანსპორტის განახლებულ ავტოპარკს, ასევე სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ავტოპარკს დაემატა ორი ახალი თანამედროვე სპეციალური მანქანა. მათ შესაძენად ბიუჯეტიდან 566 200 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წელს, ქობულეთის ავტოპარკს რვა ახალი ავტობუსიც შეემატა. ახალი მუნიციპალური ავტობუსები, რამდენიმე მნიშვნელოვან სამარშრუტო ხაზს მოემსახურება. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური სახლის მშენებლობას გაეცნო.