მულტიპროფილური ექსპერტების ჯგუფი სამკურნალო დაწესებულებაში

მონიტორინგი დაიწყო – უკვე ერთი საათია, გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრები იმყოფებიან. ეს არის ცხრა ექიმით დაკომპლექტებული მულტიპროფილური ჯგუფი, რომელმაც უნდა შეაფასოს, რამდენად ექნება სამკურნალო დაწესებულებას შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო სერვისების გაწევის შესაძლებლობა. ჯგუფის მუშაობაში სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმიც ჩაერთვება. ომბუდსმენი დარწმუნებულია, რომ მომავალში სტრასბურგის სასამართლო სწორედ ექსპერტთა ამ ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნებით იხელმძღვანელებს.