მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა

ქალაქ ფოთში მოქალაქეები მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. სამეგრელოს ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია რა გავლენა ექნება მათ საცხოვრებელ გარემოზე ტერმინალს, სადაც მათივე ცნობით დაგეგმილია მავნე ნივთიერებების გადამუშავებაც. ტერმინალის მფლობელ კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი აქვთ და პროექტი კანონის სრული დაცვით სრულდება. თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოში განსახილველად გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებზე დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.

თეა აბსარიძის და გოგა გახარიას რეპორტაჟი დეტალებით.