იუსტიციის მინისტრმა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალი წარადგინა. პორტალზე განთავსდება რუკები, ორთოფოტოები, მიწის ნაკვეთების საზღვრები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გზები, ხიდები, საავადმყოფოები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. ამასთან, კერძო კომპანიები განათავსებენ ინფორმაციას მათი ინფრასტრუქტურის განლაგების, დაფარვის ზონებისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. პლატფორმის კოორდინაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.