ფოთში მულტი-მოდალური ტერმინალი გაიხსნა.
აღიშნული პროექტი „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. „ფოთის ტრანსტერმინალი“ მოემსახურება ტვირთების ტრანზიტს ტრანს კასპიური საერთაშორისო მარშრუტით, CASCA+ სატრანსპორტო დერეფანში და ასევე ექსპორტ-იმპორტს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. ფოთის მულტი-მოდალური ტერმინალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ ამერიკული დოლარია. მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება, რომელიც შესაძლებელია 200 000 კონტეინერამდე გაიზარდოს.