მუხრანის ტყე-პარკი რეაბილიტაციას საჭიროებს

მძიმე მდგომარეობაშია ქუთაისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – მუხრანის ტყე.

საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ იმერულ მუხას წლების განმავლობაში უკონტროლო ჭრამ, ასაკმა და პარაზიტმა მწერმა სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად ტყე-პარკის ტერიტორიაზე ვითარების გამოსწორების სამუშაოებში მალე ჩეხი სპეციალისტებიც უნდა ჩაერთონ. რა გეგმით უნდა ჩატარდეს პარკის რეაბილიტაცია და რა გამოწვევების წინაშე დგას პროცესი, – ნახეთ ირმა ჭოლაძის რეპორტაჟში.