მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

15:14, 07.08.2019

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ძმათა სასაფლაოზე ასევე იმყოფებოდნენ ვეტერანი სამხედრო პირები, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის წევრები. ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ვეტერანი სამხედროები ქვეყნის ინტერესებს ახლა სპორტულ არენაზე იცავენ.

მსგავსი