მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამშობლოსთვის თავდადებული გმირები გაიხსენეს.

ომიდან ათი წლის თავზე, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, სამძიმართან ერთად მადლობა ხელისუფლების პირველმა პირებმა, პოლიტიკოსებმა, საერთშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამოუცხადეს.