მუცო – ევროპის რჩეული

21:34, 30.10.2019

საქართველოს ისტორიული სოფლის საერთაშორისო აღიარება.

მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპის მასშტაბით 12 პროექტს შორის გაიმარჯვა და საზოგადოების რჩეულის ჯილდო მიიღო. ციხე-ქალაქში ჩატარებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქართულ მხარეს პრიზი პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის სამიტზე გადასცეს. დანგრევის პირას მისულ ძეგლზე ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე რეაბილიტაცია-კონსერვაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ევროპულმა გაერთიანებამ უნიკალურად მიიჩნია.

მსგავსი