მუცო - „ევროპა ნოსტრას“ პრიზიორი

საქართველოს ისტორიულ ძეგლზე ჩატარებულმა რესტავრაციამ, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

მუცოს საკონსერვაციო პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის „ევროპა ნოსტრას“ პრიზი მოიპოვა. ეს არის ევროპის უმაღლესი აღიარება კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში.

საერთაშორისო კონკურსზე, 34 ქვეყნიდან 14 განაცხადი იყო წარდგენილი. მათ შორის ჟიურიმ მხოლოდ 25 პროექტი შეარჩია, ერთ-ერთი კი მუცოს რეაბილიტაციის პროექტია.

განდგურების პირას მისულ ისტორიულ ციხე-ქალაქში სარესტავრაციო სამუშაოები ხუთი წლის წინ დაიწყო. სპეციალისტებს სამუშაოების დროს არაერთი გამოწვევის დაძლევა მოუხდათ.