მთვარისა ნავერიანი შს მინისტრს მიმართავს

მთვარისა ნავერიანი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და ნიკა გვარამიას დაკითხვას სთხოვს. მან განცხადება ადვოკატთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის მიმართ სამართლებრივი მოქმედებების დროულად გატარებას ითხოვს.

მთვარისა ნავერიანსა და „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს შორის 31 მაისს პროკურატურასთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე დაპირისპირება მოხდა. ნავერიანის თქმით, პროკურატურამ დაადასტურა, რომ გვარამიამ მასზე იძალადა, თუმცა ერთ წელზე მეტია ტელეკომპანიის დირექტორი არ დაკითხულა.