„მტკიცე სული 2025“ 

მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2025“ გრძელდება – ქართულ-ამერიკული ტაქტიკური კონვოი სენაკიდან ვაზიანში ჩავიდა. ის ამერიკული მაღალმობილური, მრავალმიზნობრივი ჯავშანმანქანებითა და საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების „დიდგორითა“ და „კობრათი“ იყო დაკომპლექტებული. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ ოფიციალურად 25 ივლისს გაიხსნა და 6 აგვისტოს დაიხურება. სწავლებას საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს და მისი მიზანი მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლება და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებაა.