„მტკიცე სული 2025“
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა.
ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს. ის საქართველოში მეთორმეტედ ჩატარდა. Agile Spirit 2025-ს ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო ორი მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდნენ.