მთის ტრასების სააგენტო ელექტრონულ ბილეთებს საკუთარ პლატფორმაზე გაყიდის

18:48, 10.11.2026

„მთის ტრასების სააგენტოს“ განახლებული ვებგვერდი MTA.SKI სატესტო რეჟიმში იწყებს მუშაობას. პირველად, სააგენტო ელექტრონულ ბილეთებს საკუთარ პლატფორმაზე გაყიდის. ამასთანავე, ელექტრონული პლატფორმა კურორტებზე მიმდინარე პირობების, სათხილამურო არეალების, რუკებისა და აბონემენტების შესახებ ინფორმაციას, ერთ ოფიციალურ სივრცეში აერთიანებს. ინტერაქტიული რუკების საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ ნახონ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიისა და გოდერძის თუ რომელი ტრასა და საბაგიროა გახსნილი, გაეცნონ სათხილამურო არეალებს, ტრასების მდებარეობას, სიგრძესა და სირთულეს. პლატფორმაზე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია ამინდისა და თოვლის საფარის შესახებ.

„მთის ტრასების სააგენტო“ 2026-2027 წლების ზამთრის სეზონს ოთხივე კურორტზე, – გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე – 20 დეკემბერს გახსნის.

მსგავსი