მთის განვითარების პროგრამა

მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის მთავრობამ ხუთ წელზე გათვლილი სტრატეგია მოამზადა.

გეგმა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რამდენიმე ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციას, ახალი სერვისების დანერგვას და ინტერნეტის გაყვანას გულისხმობს. გაგრძელდება ადგილობრივებისთვის და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გათვალისწინებული შეღავათებიც.

დღევანდელი პრეზენტაციის მთავარი გმირი უშგულში მცხოვრები 13 წლის გიდი იყო, რომელზეც „ახალმა კვირამ“ ცოტა ხნის წინ რეპორტაჟი მოამზადა. გიორგი ქოჩქიანს „მთის შვილის“ წოდება მიანიჭეს.

 

დატოვე კომენტარი