მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მესტია უკვე მეექვსედ მასპინძლობს. კინოჩვენების გარდა, პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ღონისძიებებით. დაგეგმილია მასტერკლასები და წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მკითხველს ქართულ ალპინიზმზე მოუთხრობს.
საერთაშორისო მედიასთან ერთად, სვანეთში „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს – ნატა ტაბიძე გვეტყვის უფრო მეტს მესტიიდან.