მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
სვანეთში მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მეოთხე დღე მთის თემატიკის ორ საკონკურსო ფილმს ეთმობა. პროგრამაშია ფრანგი და თურქი რეჟისორების სრულმეტრაჟიანი ნამუშევრები. ჯამში ამ საკონკურსო სექციაში ექვსი ფილმია წარდგენილი, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში კი 18 ფილმი აჩვენეს. დღევანდელი ჩვენებებით საკონკურსო ფილმების ჩვენება იხურება. გამარჯვებულებს კი საერთაშორისო ჟიური ხვალ, დასკვნით ღონისძიებაზე გამოავლენს.
თათია კუჭუხიძე მესტიიდან.