მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები სვანეთში – მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.
საკონკურსო ნამუშევრების სექცია შალვა სენგელის ფილმით გაიხსნა სახელწოდებით „სავსე სიცარიელე“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებით გადაიღეს. სულ წარდგენილია ექვსი საკონკურსო სრულმეტრაჟიანი და 18 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. საფესტივალო დღეებს მესტიის კინოდარბაზი მასპინძლობს.