მთელი დღის განმავლობაში შსს-ში მოკლული მოზარდების საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობდა

გამოძიების ახალი ეტაპი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. დღეს მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში ხუთი მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა. არასრულწლოვნები საგამოძიებო უწყებაში მშობლებთან და ადვოკატებთან ერთად მივიდნენ.

ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მისთვის გარკვეული დეტალები უცნობია. უწყება ძიებას იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად აგრძელებს, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიკვეთა.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.