„მთებმა დახუჭეს თვალები“ - პრემიერა გორის თეატრში
გორის დრამატული თეატრის 180-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი პრემიერით დასრულდა. სპექტაკლი „მთებმა დახუჭეს თვალები“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. წარმოდგენა რეჟისორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ დადგა. სპექტაკლი სიმბოლურად ვაჟა-ფშაველას ცხოვრების უკანასკნელი დღეების ქრონიკას აცოცხლებს.