ტკბილეულის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

18:27, 23.09.2018

მთაწმინდის პარკში ტკბილეულის ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიებაში ტკბილეულის მწარმოებელმა 20-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ადგილზე მისულ მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ სხვადასხვა სახეობის ტკბილეულის დაგემოვნება და შეძენა, ასევე, ნამცხვრის ცხობის პროცესში ჩართვა.

ფესტივალი წელს პირველად ტარდება და ორგანიზატორების თქმით, ის ყოველწლიური გახდება.

მსგავსი