მთაწმინდის პარკში სამი ცნობილი ტელეწამყვანის ვარსკვლავი გაიხსნა
მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ სამი ცნობილი ტელეწამყვანის – ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები გაიხსნა. ამ ტრადიციას საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2013 წელს ჩაუყარა საფუძველი და სახელობითი ვარსკვლავები გაუხსნა ლეგენდარულ ტელესახეებს: ალექსანდრა მაჭავარიანს, ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ჟანეტა არჩვაძეს, ნუგზარ ჯუღელს, თენგიზ ნათაძესა და დავით სოკოლოვს.