მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გრძელდება

რიგგარეშე სხდომა პარლამენტში ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებით გრძელდება. სესია, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. სხდომა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის სიტყვით და სამთავრობო პროგრამის წარდგენით გაიხსნა.

ასევე, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მცირე მთავრობის შექმნის აუცილებლობას, რაც მისი განმარტებით, მათ შორის, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული, თუმცა, კონკრეტული ციფრები პრემიერს არ დაუსახელებია.

როგორ მიმდინარეობს სხდომა, დეტალებს სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, რომელიც რიგგარეშე სესიას აშუქებს.