მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი - პოლიტიკოსების შეფასებები

პრემიერობის კანდიდატად წარდგენიდან მალევე, ირაკლი ღარიბაშვილმა მისი კაბინეტის წევრები თითქმის უცვლელი შემადგენლობით დაასახელა. ცვლილებები კი მხოლოდ თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს შეეხებათ.

ოპოზიციაში მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ფასადურია. უმრავლესობის წევრები კი ახალი მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან.