მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ ახალ მთავრობას ნდობას გამოუცხადებს. მანამდე, საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას გუნდის მოსმენა გრძელდება. შეხვედრა დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატებთან ილაპარაკა გამოწვევებზე, მიღწევებსა და გეგმებზე. გიორგი გახარიას თქმით, 2021 წელი სავსე იქნება გამოწვევებითა და მნიშვნელოვანია ინსტიტუციების გამართული მუშაობა. მთავრობის მომავალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პარლამენტს არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია და გამოწვევებიდან გამომდინარე ოპოზიციის გარეშე მუშაობა რთული იქნება. გიორგი გახარიამ გამოწვევად პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და ოკუპაცია დაასახელა. ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებში არ მონაწილეობს.