დღეიდან იწყება პარლამენტში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა. მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ბიუროს წარედგინა, რის შემდეგაც დარგების შესაბამის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება. საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, მაკა ბოჭორიშვილს ელოდებიან, რომელიც სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გააცნობს დეპუტატებს.
თეონა მანაგაძის პირდაპირი ჩართვა #მოამბე