ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა იწყება, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს.
დღესვე განიხილება საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. ახალ კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის თანამდებობაზე კი დავით სონღულაშვილია დასახელებული.