მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომა

12:17, 20.05.2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე, მასშტაბური საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისიდან დაიწყება, 1-ელი ივნისიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ისე სამეცნიერო კონფერენციებსა და სტუდენტურ ექსპედიციებს.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით ხორციელდება.

 

მსგავსი