მთავრობისა და მსოფლიო ბანკის პროექტი

„ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი,“ – მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით 103 მილიონამდე დოლარის ღირებულების პროექტი დაიწყება. მიზანი საქართველოში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის  გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით, ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. მომდევნო ექვსი   წლის განმავლობაში გათვალისწინებულია ხუთი ახალი სკოლის მშენებლობა და 60-მდე სკოლის რეაბილიტაცია.

დატოვე კომენტარი