მთავრობის უარი პრეზიდენტს

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილი ევროპული ვიზიტები, ხელისუფლების ორ შტოს შორის ისევ უთანხმოების მიზეზი ხდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ბერლინით იწყებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, მთავრობამ, რომლის თანხმობაც კონსტიტუციით აუცილებელია, სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილ ვიზიტზე თანხმობა არ მისცა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჯამში უარი ეთქვა 10 ქვეყანაში დაგეგმილ ვიზიტზე. რით ხსნიან სახელისუფლებო გუნდში პრეზიდენტისთვის ნათქვამ უარს და რა გზა რჩება ახლა სალომე ზურაბიშვილს – ნოდარ ჩაჩუა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.