მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს

15:23, 07.12.2017

83 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი. პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

რამდენიმე წუთში დაიწყება საკომიტეტო მოსმენა, რის შემდეგაც, მესამე მოსმენით კენჭისყრა დაიწყება.

99 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის ცვლილებას გულისხმობს.

მსგავსი