მთავრობის სხდომა 

მთავრობა 2025 წელს აჯამებს. ცოტა ხნის წინ წლის ბოლო მთავრობის სხდომა დასრულდა. წლის მთავარ მიღწევად პრემიერი მართვის სისტემის გაუმჯობესებას ასახელებს. საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, თანამდებობებიდან გადამდგარი ყოფილი მინისტრები, კორუფციის ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეები, ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნები – საუბარი შეეხო ყველა მიმართულებას.
მთავრობის გამჭვირვალედ მუშაობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კორუფციული ფაქტების პრევენცია ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებად ცხადდება. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, გამოწვევებზე და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც.

როგორი იყო მიმდინარე წელი და რა გეგმები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას 2026 წლისთვის, ანა ბროლაძე დეტალებით.