მთავრობის სხდომა

„2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, უმუშევრობა ჩამოსცდეს ოთხპროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი კი გადასცდეს 3 500 ლარს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, არსებული ტემპებით, ეს მიზნები შესრულებადია. ამასთან, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განხორციელებულ ოპტიმიზაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე არიან წარდგენილები.

პრემიერის განცხადებებით, ანა ბროლაძე გვიერთდება.