„რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს. გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, 50 894 ჰექტარზე შეიქმნება. აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. მთავრობის სხდომაზე დღესვე დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელეს.