მთავრობის სხდომა

საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით 32-ე ადგილზეა. ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, საქართველო ნატო-ს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს უსწრებს.