მთავრობის სხდომა

უკვე 2 საათია მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პრემიერმა ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მამუკა ბახტაძემ ამერიკაში ვიზიტი შეაჯამა და ორ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი, მეორე სიახლე კი ქვეყანაში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკის დანერგვას ეხება.

პრემიერმა „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი.