მთავრობის სხდომა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობა – ეს იყოს ის მთავარი თემები, რაზეც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო არჩევნებში მანდატებმოპოვებული პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.