მთავრობის სხდომა

ეპიდემიოლოგიური ვითარება და საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მდგომარეობა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე, როგორც ჩანს, არ იყო ბოლომდე სწორად შეფასებული. მთავრობის მეთაურმა განცხადება ქვეყანაში პანდემიის ფონზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებაც გააკეთა. გახარია ამბობს, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ეს ყველა პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა.

მთავრობის ადმინისტრაციიდან – ანა ბროლაძე თემის დეტალებით.