მთავრობის სხდომა

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დამატებითი კონტროლი. კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრ ზრდაზე საუბრით დაიწყო დღევანელი მთავრობის სხდომა პრემიერ- მინისტრმა. მისი თქმით, აუცილებელია სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვა. გიორგი გახარიამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც 40 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მთავრობის მეთაურმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და სამართალდამცავ უწყებებს საქმის დროული გამოძიება და მოქალაქეთა პროაქტიური ინფორმირება დაავალა.