მთავრობის სხდომა

ეპიდემიის აფეთქების რისკი და მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა,  ვირუსის გავრცელების ოთხი დაუდგენელი წყარო და სავარაუდოდ, ოთხი ახალი კლასტერი. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილ შემთხვევებსა და შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა მთავრობის სხდომის დაწყების წინ პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიამ ტურიზმის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.