მთავრობის შეთავაზება დევნილებს

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახები ახალ საცხოვრებელ ფართებს წლის ბოლოს უპირობოდ მიიღებენ. ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის დავალებით სააგენტომ უკვე შეიმუშავა გეგმა და შესთავაზა მათ ორი გზა, დევნილ ოჯახებს თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვ.მ.-ის ფასი იქნება 550 დოლარი, ან მათ შეუძლიათ დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებასა და ამ შემთხვევაში სააგენტო მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.

დატოვე კომენტარი