მთავრობის შემადგენლობის განხილვა

პარლამენტმა ხვალ განახლებული მთავრობა უნდა დაამტკიცოს. მანამდე კი პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში მოუსმინეს. დღეს გიორგი გახარიამ „პატრიოტთა  ალიანსი – სოციალ დემოკრატების“ წარმომადგენლებისა და საკუთარი გუნდის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

20-21 ივნისის მოვლენები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და პრობლემების მოგვარების გზები, ქვეყნის ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა და საგარეო კურსი – ეს იყო მთავარი საკითხები, რასაც როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის კითხვები ეხებოდა. „პატრიოტთა ალიანსმა“ პრემიერობის კანდიდატს ყოფილი ხელისუფლების დასჯა და სამართლიანობის აღდგენაც მოსთხოვა.

გიორგი კობერიძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი