მთავრობის საგარეო პრიორიტეტები 

საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერობის კანდიდატმა მომავალი საგარეო პრიორიტეტებიც წარადგინა.

2008 წლის შეთანხმების პირობების შესასრულებლად წნეხის გაძლიერება რუსეთზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გავრცელება, – ეს გიორგი გახარიას ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო. მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არაღიარების პოლიტიკის პროცესის დასაზიანებლად სერიოზულ რესურსებს ხარჯავს, თუმცა მცდელობა უშედეგოა. კითხვა დაისვა აბაშიძე-კარასინის ფორმატზეც, რომლის შენარჩუნებას გახარია საჭიროდ მიიჩნევს. საგარეო მიმართულებაზე საუბრის დროს ქვეყნის კიდევ ერთ მთავარ ამოცანად დასახელდა ევროკავშირის წევრობისთვის 2024 წელს განაცხადის გაკეთება.