მთავრობის რიგგარეშე სხდომა იწყება

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის რიგგარეშე სხდომა იწყება. დღეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

მომავალი წლის ბიუჯეტი 14 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის პროექტი პირველ ოქტომბერს პარლამენტს წარედგინება, რის შემდეგაც მოგვიანებით მისი განხილვა კომიტეტებში მოხდება.

საკანონმდებლო ორგანო დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.