მთავრობის ნდობის ინდექსი
მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში, ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად, ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით, საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით, ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი – ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.
მთავრობის ნდობის რეიტინგით ევროპაში ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია ჰეცოგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია არიან.