მთავრობის მიმართვა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებას 

კიდევ ერთი მედიაცია ევროკავშირიდან.

„ნამახვანჰესის“ სადავო პროექტის გარშემო პროცესში შესაძლოა მედიატორობა ავტორიტეტულმა საერთაშორისო კომპანიამ აიღოს.

საუბარია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის და მოლაპარაკების ცენტრზე, რომელსაც მთავრობამ შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართა. ხელისუფლება მას მესამე სექტორთან და ჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგის პროცესში შუამავლობას სთავაზობს. ასევე მთავრობა მზადაა, რომ მასშტაბურ ენერგო-პროექტთან დაკავშირებული ყველა კვლევის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების თუ პროცედურების შესწავლა მოხდეს.

ინიციატივას სკეპტიკური რეაქციები მოჰყვა.

დატოვე კომენტარი