მთავრობის ინიციატივა – კომპენსაცია დევნილი ოჯახებისთვის

21:22, 12.10.2026

ახალი შესაძლებლობა დევნილი ოჯახებისთვის – ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელ სახლებს წლებია ელოდებიან, პირობების გასაუმჯობესებლად დახმარების ალტერნატიული მექანიზმით სარგებლობის საშუალება ექნებათ. ინერგება ბინებით დაკმაყოფილების ნაცვლად ფულადი კომპენსაციის პროგრამა, რომელში ჩართვა ნებაყოფლობითია.

იძულებით გადაადგილებულ პირს მომავალში შეეძლება, განაცხადი არა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, არამედ ფულადი კომპენსაციის მიღებაზე შეავსოს. კომპენსაცია ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს და თანხა წევრთა რაოდენობის მიხედვით გაიზრდება. დევნილთა განსახლების პროგრამით წლების განმავლობაში საცხოვრებელი ბინა უკვე ათასობით ოჯახმა მიიღო, თუმცა დასაკმაყოფილებელთა და მომლოდინეთა სია საკმაოდ დიდია. ახალი პროგრამით სარგებლობა მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი ჯერ არ მიუღიათ.

როგორ ხვდებიან სიახლეს იძულებით გადაადგილებული პირები – გვანცა ცისკაძე მუშაობდა თემაზე.

მსგავსი