მთავრობის ინიციატივა

18:29, 12.02.2026

პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად. პრემიერის განცხადებით, 2012 წელს 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. დღეის მდგომარეობით კი ამ მაჩვენებელმა ორ მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი