მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დღეს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებსა და ერთ კანდიდატს მოუსმინეს. საკუთარი მოხსენება დეპუტატებს შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის და შერიგების უწყებების პირველმა პირებმა წარუდგინეს. ფორმატი კითხვა- პასუხის რეჟიმსაც ითვალისწინებდა.